რუსეთის დედაქალაქი შესაძლოა ციმბირში გადაიტანონ: დასახელდა პირობები

Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. რუსეთის დედაქალაქი შესაძლოა ციმბირში გადაიტანონ, თუ პლანეტაზე კლიმატის დათბობის ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება და გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურა მე-19 საუკუნის ბოლოს მაჩვენებელთან შედარებით ხუთი გრადუსით მოიმატებს, განუცხადა „რია ნოვისტის“ კლიმატოლოგმა ალექსეი კოკორინმა.
„სრულიად რეალურია, რომ ეს, თუ არა 2050-2060 წლებისთვის, დავუშვათ, 2080 წლისთვის მოხდეს“, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, იმ დროისათვის დედამიწაზე ტემპერატურა მაინც მოიმატებს 2-2,5 გრადუსით, რის შედეგადაც სიცხის ტალღები პლანეტას მინიმუმ ორ-სამჯერ უფრო ხშირად გადაუვლის. ხოლო თუ ტემპერატურა 4,5-5 გრადუსით გაიზრდება, მაშინ ათიდან რვა-ცხრა წელი ანომალიურად ცხელი იქნება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ისეთ მეგაპოლისში ცხოვრება, როგორიც მოსკოვია, სავარაუდოდ, შეუძლებელი გახდება. გამორიცხული არ არის, რომ, თუ ნამდვილად ასე ცუდად იქნება საქმე, დედაქალაქი გახდეს, ვთქვათ, კრასნოიარსკი ან ნოვოსიბირსკი“, — მიაჩნია კოკორინს.

ამასთან, ექსპერტის თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარება შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო.