მიშუსტინი: დასავლეთმა რუსეთი ვერ გატეხა

Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. რუსეთის ავისმოსურნეებმა ვერ შეძლეს მისი ეკონომიკის განადგურება, დასავლურმა სანქციებმა რუსეთი ვერ გატეხა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა შანხაიში გამართულ რუსულ-ჩინურ ფორუმზე.

„გასულ წელს რუსეთზე უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებით ზეწოლა მოხდა. მისი მიზანი იყო ჩვენი ეკონომიკის დაშლა, ეროვნული ვალუტის კოლაფსი, გამანადგურებელი ინფლაციის პროვოცირება, რიგითი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე დარტყმა. არაფერი ის, რაზეც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ოცნებობდნენ, არ მოხდა“, — აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთმა არა მხოლოდ გაუძლო სანქციებს, არამედ თანმიმდევრულ განვითარებასაც განაგრძობს.
მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა, რომელმაც მთელ გლობალურ ეკონომიკას მიაყენა მძიმე დარტყმა, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა კი მაინც ვერ შელახა.
ამ დროისათვის რუსეთს ევროკავშირის მხრიდან სანქციების ათი პაკეტი აქვს დაწესებული. მიმდინარეობს მუშაობა მე-11 პაკეტის დამტკიცებაზე.