ქვემო ქართლში ტაქსის მძღოლი მოკლეს

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
მკვლელობა გუშინ, 21 მაისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი თბილისიდან გაიტაცეს, მოკლეს, ცხედარი კი მინდორში დამარხეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“.