თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ბათუმის პორტში ტურისტულ კატარღას ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, კატარღაზე რამდენიმე ტურისტი იმყოფებოდა, თუმცა მათ დროულად შეძლეს გადმოსვლა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია.
სპეციალურმა სახანძრო გემმა ცეცხლის ჩაქრობა დაიწყო.