თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგბურთელი, 31 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირის - „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ბადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) დღევანდელ რეიტინგში ბასილაშვილი 217-ე ადგილს იკავებს.
ბასილაშვილი 21 წლის იტალიელ ჯულიო ძეპიერისთან ორ სეტში დამარცხდა (4:6 1:6).
2022 წელს ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსის“ ძირითად ბადეში გავიდა, სადაც ამერიკელი მაქსიმ კრესი დაამარცხა (3:6, 2:6, 7:6, 10:8, 6:4, 6:4) და შემდეგ სხვა ამერიკელთან, მაკენზი მაკდონალდთან დამარცხდა (3:6, 1:6, 4:6).
2022 წელს საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული ცნობილი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა. მან ტიტული მე-14-ჯერ მოიგო. წელს ნადალი პარიზში არ წასულა.
ქართველმა ჩოგბურთელმა წლის დასაწყისიდან პრესტიჟულ ტურნირებზე ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა.