მკვლელობა გურჯაანში: ეჭვმიტანილი დაკავებულია

გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა
Sputnik
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1991 წელს დაბადებულ თ.მ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს