კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 35 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მოხდა. სასიკვდილო ჭრილობები მამაკაცს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მკვლელის დასაკავებლად, პოლიცია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.