ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა - ფოტო

საქართველომ ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ვენეციაში საკუთარი ეროვნული პავილიონი წარადგინა
Sputnik
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. XVIII არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა, ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
ვენეციის არქიტექტურის ბიენალე 20 მაისს გაიხსნა და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველომ ეროვნული პავილიონი ვენეციაში ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად წარადგინა, აღნიშნავენ უწყებაში.
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა
გახსნის ღონისძიებას საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, პროექტის კურატორები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტროს მხრიდან, ვენეციის ბიენალეს კომისარია თანამედროვე ხელოვნების კურატორი მაგდა გურული.
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა
ქართველი არქიტექტორების პროექტს ეწოდება „იანვარი, თებერვალი, მარტი“. პროექტი სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა. მისი კურატორები არიან გიგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე, ოთარ ნემსაძე.
პროექტი შეირჩა სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, ფარული კენჭისყრით, საკონკურსო კომისიის ხმების უმრავლესობით. კონკურსზე სულ 17 განაცხადი შევიდა.
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა
„პროექტი დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას იკვლევს. ინსტალაცია მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით მოგვითხრობს ხელოვნურად სახეცვლილ დასახლებაზე. პროექტი ყურადღებას ამახვილებს წყალსა და წყალსაცავებზე, მათ გაჩენასა და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე თანმდევი კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი გარდაქმნების ხანაში“, - ამბობენ კულტურის სამინისტროში.
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა მთლიანად შეესაბამება კონცეფციას და მთავარ თემას - „მომავლის ლაბორატორია“. თემა დაასახელეს ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს პრეზიდენტმა რობერტო ჩიკუტომ და კურატორმა ლესლი ლოკომ.
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა
დევიზით „მომავლის ლაბორატორია“ განიხილება აფრიკის კონტინენტი, მრავალფეროვნება და მისი კულტურული იდენტობა - ორგანიზაციული სტრუქტურებიდან ინდივიდუალურ უნარებსა და ჩვევებამდე.
„არსებობს ერთი ადგილი, სადაც სამართლიანობის, რესურსების, რასების, იმედისა და შიშის ყველა ეს საკითხი ერთმანეთს ერწყმის. ეს აფრიკაა", - ამბობს ლესლი ლოკო, განელი და შოტლანდიელი არქიტექტორი, აკადემიკოსი და მწერალი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში მოეწყო სამხატვრო რეზიდენცია, სადაც 16 ახალგაზრდა ხელოვანს ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. მათი ვინაობაც კონკურსის გზით გამოვლინდა.
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა
არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენას საფუძველი 1975 წელს ჩაეყარა და ის ორ წელიწადში ერთხელ ვენეციაში მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებსა და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს.
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა
წლების განმავლობაში ვენეციის ბიენალეს კურატორები იყვნენ ცნობილი არქიტექტორები და მეცნიერები, მათ შორის: ფრანჩესკო დალ კო, რიჩარდ ბურდეტი, დევიდ ჩიპერფილდი, რემ კულჰაასი და ალეხანდრო არავენა.
მათ ეს გამოფენა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფორუმად აქციეს არა მარტო ექსპერტებისთვის, არამედ არქიტექტურის მოყვარულთათვისაც.