საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგა
19 მაისიდან აეროპორტში პოლიციის გაძლიერებული ძალები მორიგეობენ
პარასკევს თბილისში დაჯდა პირველი რეისი მოსკოვიდან
კომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავის ჩამოფრენას აშუქებდა ქართული და უცხოური მედია
აროპორტის შენობაში ხმაური იყო - რეპორტიორები ცდილობდნენ ინტერვიუ აეღოთ ჩამოსული მგზავრებისგან
შენობაში წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
მოსკოვიდან ჩამოსული მგზავრები კმაყოფილები იყვნენ პირდაპირი რეისების განახლებით
ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ ხელმძღვანელმა მერაბ ჭიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია
შაბათს თბილისიდან მოსკოვში პირველი რეისი გაფრინდა
მოსკოვიდან თვითმფრინავის ჩამოფრენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა
აეროპორტის შენობასთან იყო ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება
პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა