ლავროვი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა

Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
როგორც მან აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს განუცხადა მოსკოვში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, ყარაბაღში საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციის პარალელურად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას და „ეკონომიკური სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას“.

„რა თქმა უნდა, შევთანხმდებით სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, რომელზეც თქვენ აქტიურად მუშაობთ“, — აღნიშნა ლავროვმა.

როგორც კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი აცხადებს, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ მომავალ კვირაში რუსეთის დედაქალაქს ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანიც ეწვევიან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, რა დროსაც მხარეები „ნამდვილად დაკავდებიან ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებით“.