კარმული ტესტი: გაიგეთ ვინ ხართ და რა მისია გაკისრიათ

Sputnik
სიმბოლოებს სხვადასხვა კულტურებში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ პიროვნების შესწავლის ინსტრუმენტად. ამბობენ, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ზუსტ პასუხებს იძლევა ამა თუ იმ ადამიანის სულიერ მისიაზე, ვინაიდან თითოეული მათგანი რომელიმე კონკრეტულ მიზანს განასახიერებს, რომლის შესასრულებლადაც არის ადამიანი მოვლენილი ქვეყნად.
გთავაზობთ სიმბოლოებიან, ასე ვთქვათ, კარმულ ტესტს, რომელმაც ძალიან ბევრი აღაფრთოვანა სიზუსტით და ალბათ ამიტომაც საკმაოდ პოპულარულია ინტერნეტში.
თქვენ უბრალოდ უნდა დახედოთ ფოტოს და ის სიმბოლო აირჩიოთ, რომელსაც ინტუიცია გკარნახობთ. შემდეგ კი ნახოთ პასუხები და გაიგოთ, რა სულიერი როლი გაკისრიათ ცხოვრებაში.
ამ შვიდი გამოსახულებიდან თითოეული იმ კონკრეტულ როლს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება ეკისრებოდეს ადამიანს. ესენია: მსახურის, ოსტატის, მეომრის, მეცნიერის, ბრძენის, მღვდლისა და მეფის როლები.
ტესტი სიმბოლოებით

სიმბოლოთა მნიშვნელობა

1. მინისტრი (ანუ მსახური)
ამ ტიპის სულის მქონე ადამიანები ზრუნავენ ირგვლივ მყოფებზე და ცდილობენ ტანჯვა შეუმსუბუქონ მათ. „მინისტრებს“ სურთ სამყარო უკეთეს ადგილად აქციონ, რათა ყველა ბედნიერი იყოს.
არიან მეგობრულები და ერთგულები. სიკეთე, თავმდაბლობა და თანალმობა მათი ბუნების ნაწილია. თუ დახმარება სჭირდებათ, „მინისტრებმა“ იციან, როგორ ითხოვონ ის სიამაყის შეულახავად.
ამ ტიპის სულის მქონე ადამიანთა რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს შეადგენს.
მათთვის შესაფერისია ექიმის, ექთნის, სოციალური მუშაკისა და ზოგადად ყველა ის პროფესია, რომელიც ადამიანის დახმარებაზეა გათვლილი.
2. ოსტატი (მასწავლებელი)
ოსტატის სული ადამიანის შემოქმედებითობაზე მეტყველებს. ფანტაზია მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა. მათ იციან, როგორ გამოიყენონ თავიანთი უნარები წარმატების მისაღწევად. არიან მგრძნობიარენი და კარგად ერკვევიან ხელოვნებაში, დიზაინსა და არქიტექტურაში.
სწორედ ამ ტიპის სულის მქონე ადამიანები არიან ყველაზე ცნობილი შემოქმედებითი და ტექნიკური მიღწევების ავტორები. არიან გამჭრიახები, ორიგინალურები, სპონტანურები და ელეგანტურები. არ კმაყოფილდებიან მანამ, სანამ რაიმე პროდუქტიულს არ შექმნიან. ამის მიუხედავად, ოსტატი ზოგჯერ შეიძლება ემოციური და მელანქოლიურიც იყოს.
ამ ტიპის სულის მქონე ადამიანთა რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 22%-ს შეადგენს.
მათგან დიდი მხატვრები, გამომგონებლები, ინჟინრები, არქიტექტორები და მექანიკოსები გამოდიან.
3. მეომარი
მეომრის სულის მქონეები გამარჯვებისთვის იბადებიან. ძალისხმევა, მოტივაცია და აქტივობა მათი დნმ-ის ნაწილია. ისინი არასოდეს ნებდებიან და არ ეშინიათ ბნელი ძალებისა.
მეომრისთვის ნებისმიერი გამოწვევა არის დიდი სტიმული მოქმედებისა და მიზნების მიღწევისთვის.
მათ აქვთ მკაცრი და შეზღუდული ტემპერამენტი. უყვართ ფიზიკური დატვირთვა, არიან ენერგიულები, მტკიცეები და კონცენტრირებულები.
იმ შემთხვვეაში, თუ მეომრის სულიერი ძალა ბნელი მხრიდან მოდის, შეიძლება იყოს ბოროტიცა და სასტიკიც.
ამ ტიპის სულის მქონე ადამიანთა რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 17%-ს შეადგენს.
მათგან გამოდიან, რაღა თქმა უნდა, ჯარისკაცები, სპორტსმენები, დამცველები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მაღაზიის გამყიდველებიც.
4. მეცნიერი
ამ ტიპის სულის მქონე ადამიანები ყოველთვის ცნობისმოყვარეები და ბეჯითები არიან და კარგად სწავლით გამოირჩევიან — როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებელში. ის პროექტები, რომელშიც „მეცნიერები“ მონაწილეობენ, თითქმის ყოველთვის წარმატებულია.
„მეცნიერები“ თავიანთი წრის ვარსკვლავები არიან. უყვართ სწავლა, ექსპერიმენტები და ცოდნისა და უნარების გაფართოება.
არიან მამაცები, კეთილები, ერუდირებულები, მეთოდურები და დაკვირვებულები, თუმცა ზოგჯერ ქედმაღლებიცა და ამპარტავნებიც.
„მეცნიერები“ მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ. მათი საქმიანობა ძირითადად სამეცნიერო კვლევებს, ხშირად მათემატიკას უკავშირდება.
5. ბრძენი
ამ ტიპის სულის ადამიანები ქარიზმატულები და მიმზიდველები არიან. ახასიათებთ დრამატიზმიცა და მხიარულების სიყვარულიც. მოკლედ რომ ვთქვათ, სცენისთვის არიან დაბადებული. კარგად წარმოაჩენენ თავს სიტყვების, ხელოვნების, მუსიკისა თუ ცეკვის საშუალებით.
სანახაობისა და თვითგამოხატვის სიყვარული ეხმარება მათ, გამოვიდნენ დიდი მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, მასწავლებლები თუ ორატორები. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია: ქარიზმა, სიკეთე და ბეჯითობა.
შორიდან ამპარტავნები და საშიშები ჩანან. ზოგჯერ ჭორიკნებად და „დრამის მეფეებად“ (დედოფლებად) მიიჩნევენ, და ხშირად არიან კიდეც ასეთები. ამავდროულად ძალიან ხალისიანები ბრძანდებიან და სხვათა გუნება-განწყობის გამოკეთებაც ემარჯვებათ.
ასეთი ტიპის სულის მქონენი მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ.
6. მღვდელი
ენერგიული, შთამაგონებელი და მოტივირებული „მღვდლები“ იოლად ამჩნევენ სხვათა ნამდვილ პოტენციალს და ადამიანებს საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ეხმარებიან. არიან მზრუნველები და თანამგრძნობნი.
„მღვდლებს“ შეუძლიათ შენიშნონ ჭეშმარიტი ნიჭი ადამიანში და სწორი მიმართულება მისცენ მის განვითარებას.
ამ ტიპის სულის ადამიანები ჩვეულებრივ რელიგიურები არიან და მოსახლეობის დაახლოებით 7%-ს შეადგენენ.
რაღა თქმა უნდა, საუკეთესოდ შეეფერებათ მღვდლის, პასტორისა თუ სულიერი მენტორის პროფესიები.
7. მეფე
მეფეები დომინანტური, ძლიერი და ავტორიტეტული პიროვნებები არიან, რომლებისგანაც სახელოვანი ლიდერები გამოდიან. ისინი მმართველებად იბადებიან. ძალა და ინტელექტი მათი არსის განუყოფელი ნაწილია. არიან პერფექციონისტები და ცხოვრობენ უმაღლესი სტანდარტებით, ანუ მიჩვეული არიან, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს.
მათი ერთ-ერთი უდიდებულესი თვისებაა ნებისმიერი სახის პრობლემის გადაჭრა. თუ რთული სიტუაცია შეიქმნა, „მეფეებმა“ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ.
თუმცა ზოგჯერ შეიძლება ამპარტავნებიც იყვნენ და ძნელად საურთიერთოც, ვინაიდან არცთუ იშვიათად ამჟღავნებენ ძალაუფლების სიყვარულს, სიმკაცრესა და სისასტიკესაც კი.
„მეფეები“ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს შეადგენენ. მათთვის საქმიანობის საუკეთესო სფერო პოლიტიკაა, ასევე სამთავრობო და სახელისუფლებო სტრუქტურები.