მსოფლიო დღეს

ზელენსკი G7-ის სამიტს პირადად დაესწრება

Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაესწრება G7-ის სამიტს ჰიროსიმაში, განაცხადა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
მისი თქმით, სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ამიტომ პრეზიდენტის ფიზიკური ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ინტერესების დასაცავად.

„ვისაც უნდა შეპარვოდა ეჭვი, რომ ჩვენი პრეზიდენტი იქ არ იქნებოდა, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი პრეზიდენტი იქნებოდა იქ, სადაც უკრაინას სჭირდება — აუცილებლად იქნება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის საკითხების გადასაჭრელად“, — განაცხადა დანილოვმა.

თავდაპირველად ივარაუდებოდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტში ონლაინ რეჟიმით მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა, როგორც Bloomberg-იც ადასტურებს, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით საუდის არაბეთიდან ჩაფრინდება, სადაც ის არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამიტს დაესწრება.