დააკავეს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საპროტესტო აქციის მონაწილეები

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს კვერცხები დაუშინეს.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. დაიწყო დაკავებები აქციაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.
ისინი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით კვერცხების სროლა დაიწყეს.
აქციის ორგანიზატორის, პარტია „დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, აქციის მონაწილეები საღებავიან კვერცხებს ისროდნენ.
ხოშტარიას განცხადებით, ეს იყო კვერცხები წითელი საღებავით. მისი თქმით, პოლიცია სამშობლოს მოღალატეებს იცავს და ესაა ქართული ხელისუფლების სახე.
აქციაზე დაკავებები გრძელდება.
თბილისში ოთხი წლის შემდეგ მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი დაეშვა>>
დღეს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი შეასრულა.
პირდაპირ ავიამიმოსვლაზე ქვეყნებს შორის ნებართვა სამმა ავიაკომპანიამ მიიღო: ორმა რუსულმა – Azimuth და Red Wings-მა და ერთმა ქართულმა – Georgian Airways-მა.