თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ქართული ფულის დამზადების ისტორიის შესახებ გამოფენას მასპინძლობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 1919-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს საქართველოში ფულის ნიშნების დამზადების ისტორიას გაეცნონ და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც დაათვალიერონ.
გამოფენა – „ქართული ფულის დამზადების ისტორია. 1919-1921“ მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მუზეუმი ვიზიტორებს 09:00-დან 18:00 საათამდე მასპინძლობს.