ძაღლები ქართველი დეპუტატების წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ემზადებიან კანონპროექტის მისაღებად, რომელიც შინაური ძაღლების გასეირნების წესების დარღვევის გამო ჯარიმებს გაზრდის.
Sputnik
მომავალში ძაღლის გასეირნება საბელის ან ალიკაპის გარეშე პარკებსა და სკვერებში 150 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად ამჟამინდელი გაფრთხილებისა და 20 ლარიანი ჯარიმისა.
თუ ძაღლის პატრონი ერთი წლის განმავლობაში განმეორებით დაარღვევს კანონს, 150 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 300 ლარით. ძაღლების ჯიშები, როგორც კანონპროექტის ავტორი აცხადებს, დაზუსტდება მეორე მოსმენის დროს.
კანონის მიღება, ალბათ, ბევრ მოქალაქეს გაახარებს, თუმცა თავად ძაღლები აშკარად უკმაყოფილონი იქნებიან.