თბილისი, 18 მაისი – Sputnik. რუსული კომპანია „აზიმუტის“ (Azimuth Airlines) მომსახურებას ხმელეთზე Aero Handling Georgia განახორციელებს, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი TAV Georgia.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ 17 მაისიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა.
„TAV Georgia სთავაზობს ავიაკომპანიებს სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის სახმელეთო მომსახურებას. მედიის ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში სახმელეთო მომსახურებას Aero Handling Georgia განახორციელებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Aero Handling Georgia 2021 წელს დავით კვარაცხელიამ და დავით წივწივაძემ დააარსეს.
Azimuth Airlines პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით.