თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ ბრალდებულები 2022 წლის 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მონაზონს თავს დაესხნენ.
ბრალდებულებმა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში - გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით.
წყარო - პროკურატურა