თაბუკაშვილის ქუჩაზე ორშაბათს, დღისით ხანძარი გაჩნდა
ადგილზე სწრაფად მივიდა მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ბრიგადა
ხანძრის ჩაქრობაში 13 ბრიგადა მონაწილეობდა
ხანძრის ლიკვიდაციის დროს თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციამ სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტა
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებაც
ადგილზე მუშაობდნენ ჟურნალისტები
ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა
ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ კვამლი საკმაოდ შორი მანძილიდან ჩანდა
ხანძრის შემდეგ გაირკვა, რომ ამ სახლში ცხოვრობს ქართველი მხატვარი გიორგი დუნდუა, რომელმაც ამის შედეგად საკუთარი ნამუშევრების 80% დაკარგა
მხატვარი ემზადებოდა გამოფენისთვის, რომელიც თბილისში 20 მაისს გაიხსნება. მისი შემოქმედების მცირედი ნაწილი მეხანძრეებმა გადაარჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ნახატების დიდი ნაწილი განადგურდა, მხატვარმა განაცხადა, რომ გამოფენას მაინც გამართავს