თბილისი ხმელთაშუა ზღვის პირველ კინოფესტივალს მასპინძლობს

ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ბილეთებზე სალაროში მისვლაც საჭიროა.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ხმელთაშუა ზღვის პირველი კინოფესტივალი, რომელზეც ექვსი ქვეყნის ფილმებს აჩვენებენ, კინოთეატრ „ამირანში“ 16 მაისს გაიხსნება, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.
კინოჩვენება ექვსი ქვეყნის – საფრანგეთის, საბერძნეთის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთისა და თურქეთის საელჩოების ინიციატივით გაიმართება.
ექვსი დღის განმავლობაში კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ კინოს მეშვეობით გაეცნონ აღნიშნული ქვეყნების კულტურას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს.
კინოფესტივალი 19:00 საათზე გაიხსნება მასიმო ფალაის მოკლემეტრაჟიანი ფილმით „ორშაბათი". დანარჩენ დღეებში ფესტივალის სტუმრები ორ-ორ ფილმს ნახავენ.
ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ბილეთებზე კინოთეატრის სალაროში მისვლაც საჭიროა.