ბათუმში ბანკის საკრედიტო ოფიცერი დაჭრეს

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ბათუმში TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში საკრედიტო ოფიცერი დაჭრეს, იუწყება „TV პირველი“.
35 წლამდე მამაკაცს დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის კლინიკა „მედცენტრშია" მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცია, ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მომხდარის მოტივი შურისძიებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.