ჯვრის მონასტერი: ადგილი, სადაც ზღვა ტურისტები არიან - ფოტო

ჯვრის უძველესი მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, სადაც ტურისტები ზამთარ-ზაფხულ დადიან. აქ ნებისმიერ ამინდში ხალხმრავლობაა.
Sputnik
ჯვარი VII საუკუნის მონასტერია. მდებარეობს მცხეთაში, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შეერთების ადგილთან მთის წვერზე. აქ, ისტორიული წყაროების თანახმად, ჯვარი წმინდა ნინომ აღმართა.
1 / 12

ჯვრის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა

2 / 12

ტაძართან მდებარე პარკინგი მუდმივად გადავსებულია

3 / 12

ისტორიული წყაროების თანახმად, თავის დროზე აქ ჯვარი აღმართა წმინდა ნინომ, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა

4 / 12

ჯვარი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო

5 / 12

აქედან ხედი იშლება მცხეთაზე და მიმდებარე მთებზე

6 / 12

მთის ძირში კი ერთმანეთს ერწყმიან მტკვარი და არაგვი

7 / 12

ხედებითა და ბუნებით დასატკბობად აქ უამრავი ტურისტი მოდის

8 / 12

პარკინგიდან მონასტრამდე სულ რამდენიმე მეტრია, მთავარია მანქანის გაჩერება მოახერხოთ

9 / 12

აქ მუდამ სიწყნარე და სიმშვიდეა

10 / 12

კლდოვანი მასივის მწვერვალზე აგებული მონასტერი გარემოს ძალიან ორგანულად ერწყმის

11 / 12

ტაძარი ქართველ ხუროთმოძღვართა უნიკალურ ძეგლად მიიჩნევა, რადგან შიდა სივრცის შესანიშნავად გათვლილი პროპორციებით საოცრად ეხამება გარემოს

12 / 12

აქ წვიმასა და სიცივეშიც კი უამრავი ადამიანი იმყოფება