მსოფლიო დღეს

ბრიტანეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უახლოეს თვეებში მიაწვდის

Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი უახლოეს თვეებში მიაწვდის უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გამოაცხადებს, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე.
როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისი აზუსტებს, ამ საკითხზე რიში სუნაკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას იმსჯელეს, რომელიც ბრიტანეთს დღეს ეწვია წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პაკეტი მოიცავს ასობით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და შორი რადიუსის (200 კმ-ზე მეტი) მოიერიშე დრონებს.

„ეს ყველაფერი უკრაინას უახლოეს თვეებში მიეწოდება, ვინაიდან იგი რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაძლიერებას გეგმავს“, — ნათქვამია მთავრობის საიტზე.

მანამდე ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow-ები გადასცა, რომელთა საექსპორტო მოდიფიკაციის ფრენის სიშორე დაახლოებით 250 კილომეტრია.
ამასთან, CNN-ის ცნობით, კიევმა ლონდონს აღუთქვა, რომ აღნიშნულ რაკეტებს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე გამოიყენებს, რომლებსაც უკრაინა თავისად მიიჩნევს, და არა „მატერიკული“ რუსეთის წინააღმდეგ.
სულ დიდმა ბრიტანეთმა გასულ წელს უკრაინას 2,3 მლრდ გირვანქა სტერლინგის (2,8 მლრდ აშშ დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია, ქვეყნის მთავრობა აპირებს, რომ დახმარების მოცულობა წელსაც იგივე დონეზე შეინარჩუნოს.