ტრაგედია თბილისში: მთის გამაგრებითი სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. თბილისში, სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ართვინის ქუჩის N67-ში დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება.
გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით კომპანია „ოუ ნი” ასრულებდა. სამუშაოების დროს ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და კომპანიის ორი თანამშრომელი მოიყოლა.
დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“