მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცს ოჯახი ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ
Sputnik
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. რუსთავში, მდინარე მტკვარში ღამით 30 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“.
მამაკაცის ცხედარი მდინარემ ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ორი კვირის წინ თბილისში გაუჩინარდა და მას ოჯახი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
წყარო - „ინფო-რუსთავი“