თბილისი, 14 მაისი – Sputnik. რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
ინციდენტი მიმდინარე წლის 12 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდა.
სასამართლო პროცესზე დაკავებულმა დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ დედას და ძმებს იცავდა, როცა დანით შეიარაღებული მამამ მათზე თავდასხმას ცდილობდა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეზობლების თქმით, დაზარალებული ხშირად ძალადობდა ოჯახის წევრებზე.
ახალგაზრდას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.