თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზია - 2023“-ის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა. წელს კონკურსი დიდ ბრიტანეთში გაიმართა.
მეორე ადგილი დაიკავა ფინეთმა - შემსრულებელმა Käärijä სიმღერით Cha Cha Cha. მესამე - ისრაელმა, მომღერალმა Noa Kirel სიმღერით Unicorn.
მე-4 ადგილი - იტალია, მე-5 - ნორვეგია, მე-6 - უკრაინა, მე-7 - ბელგია, მე-8 - ესტონეთი, მე-9 - ავსტრალია. მე-10 ადგილი ჩეხეთმა დაიკავა.
ფინალში ლივერპულის მთავარ სცენაზე 26 კონკურსანტი გამოვიდა - ნახევარფინალების 20 ლიდერი, „დიდი ხუთეულის" წარმომადგენლები და მონაწილე უკრაინიდან, რომელმაც გასულ წელს პირველი ადგილი დაიკავა. კონკურსში სულ 37 ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვა კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.