თუშეთში ზვავმა ათობით ცხვარი გაწყვიტა

მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან საგაზაფხულო საძოვარზე გადაჰყავდათ.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ძლიერმა სტიქიამ თუშეთის მთიან ზოლში მყოფი მეცხვარეები დააზარალა, დახოცილია ას სულზე მეტი ცხვარი, იუწყება „მთავარ არხი".
ადგილობრივების ცნობით, მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან საგაზაფხულო საძოვარზე გადაჰყავდათ. დიდთოვლობის გამო, მთიან ზოლში ზვავი ჩამოწვა და ცხვარი მოიყოლა.
მეცხვარეების თქმით, დახოცილ საქონელს გზად პოულობენ. გადარჩენილი ცხვრის დათვლა უამინდობის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.