საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაითვალეს: რა შეიცვალა

საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის აპრილში აღმოჩნდა 0,4 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 2,3% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული 2,7% იყო.
ამჟამად საქართველოში ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) და ის ფასების სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის აპრილშო აღმოჩნდა 0,4 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით.

რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირში

HICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.
კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
როგორ განსხვავდება ინდიკატორები საქართველოში სხვადასხვა კატეგორიებით %

სამომხმარებლო კალათის ჯგუფები

ეროვნული სტანდარტი

ევროპული სტანდარტი

პროდუქტები

5,9

5,1

ალკოჰოლი და თამბაქო

6,7

6,8

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

0,7

1,5

კომუნალური მომსახურება

10,3

9,2

ავეჯი

4,9

6,1

ჯანდაცვა

-7,9

-8,2

ტრანსპორტი

-12,9

-13,7

კავშირგაბმულობა

-3,1

-3,0

გართობა და დასვენება

2,7

3,3

განათლება

6,8

7,0

სასტუმროები და რესტორნები

11,9

10,8

სხვა

12,1

11,3