ლაგოდეხში ახალი რეკრეაციული ზონა გაჩნდება

პროექტის დასრულების შემდეგ ლაგოდეხში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩამოსული ვიზიტორებისათვის, აცხადებენ ხელისუფლებაში
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქალაქ ლაგოდეხში (კახეთის რეგიონი) ოთხი ჰექტარ ფართობზე ახალი რეკრეაციული ზონა გაჩნდება.
ლაგოდეხში აქტიურად ხორციელდება პროგრამა „განახლებული რეგიონები", რომლის ინიციატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი.
ლაგოდეხში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება
სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ადგილზე გაეცნენ.
ლაგოდეხში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება
პროექტი ითვალისწინებს ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობას, რაც გულისხმობს როგორც დასასვენებელი, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას.
ლაგოდეხში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება
დასრულების ეტაპზეა საირიგაციო სისტემისა და სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდება გარე განათება და მოხდება ტერიტორიის გამწვანება.
ლაგოდეხში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება
აღინიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ლაგოდეხში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩამოსული ვიზიტორებისათვის.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.