თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამზირი მალე სულ სხვანაირი გახდება
რეაბილიტაციის დაწყებიდან აქ გამუდმებით „საცობია“
სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს - ახლა გამზირის ერთი ნაწილია გადაკეტილი
ტრანსპორტი ორივე მიმართულებით მოძრაობს გზის ერთ ნახევარზე
რის გამოც გამზირის გავლას დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით პიკის საათებში
რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და გზის საფარი
აქ სრულად იცვლება წყლისა და კანალიზაციის მილები
ასევე თავიდან მოეწყობა ჭების და წყალარინების სისტემები
სარემონტო სამუშაოები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება
ამ დროისათვის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
ამ მონაკვეთის გასავლელად საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რაც მისი მგზავრებისათვის ასევე პრობლემაა
სამაგიეროდ წლის ბოლოს წერეთლის გამზირი იქნება სრულად განახლებული და მისი იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება. აქ ცხოვრება უფრო კომფორტული გახდება