შიომღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზა განახლდა

შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა–შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
პროექტის ფარგლებში განახლდა საგზაო საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები და კიუვეტები. ასევე განახლდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
შიომღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შიომღვიმის მონასტერი
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.
შიომღვიმის მონასტერი – ღვთისმშობლის ტაძარი
მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.