სახის ანატომია
სახის მარცხენა მხარე ადამიანის ხასიათსა და ტემპერამენტს წარმოაჩენს;
სახის მარჯვენა მხარე ასახავს ადამიანის ემოციებსა და ურთიერთობებს;
შუბლი - ადამიანის ბავშვობა, წარსული და მშობლებთან ურთიერთობაა; იშვიათად მასზე ასევე აღბეჭდილია წინა ცხოვრების კვალი;
სახის შუა ნაწილი - თვალები, ცხვირი და ლოყები - ეს ადამიანის აწმყო და ცხოვრების შუა წლებია;
სახის ქედა ნაწილი ნიკაპის ჩათვლით - ეს ადამიანის მომავალი და შედარებით გვიანდელი ცხოვრებაა. მასზე ასევე აისახება პირადი ცხოვრების პარამეტრები.
სახის ფორმა
ნაკვთების წასაკითხად სახის სამ ძირითად ფორმას გამოყოფენ, მაგრამ თუ რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაში ვერ ჯდებით, შეგიძლიათ რამდენიმე, თქვენთვის მისადაგებული პარამეტრების „ნარევი“ გამოიყენოთ.
სახის ტიპები
პირველი ტიპი - მრგვალი ან გულის ფორმის სახე
მრგვალსახიანი ადამიანები იოლად ადაპტირდებიან და ძალიან პრაქტიკულები არიან. ხშირად ფილოსოფოსობენ და საკმაო სიბრძნეც აქვთ. უყვართ ხალხში ტრიალი. არაერთი სფერო აინტერესებთ და მხიარული ხასიათის არიან. თუმცა შეუძლიათ იყვნენ აგრესიულები და არამზადებიც კი, მაგრამ საამისოდ ძალიან წონადი მიზეზია საჭირო.
მეორე ტიპი - კვადრატული სახე
კვადრატული, ანუ სპორტული სახის ადამიანები ხშირად ძლიერი ნებისყოფისანი და მიზანდასახულები არიან. თუ საქმე ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ, სწრაფად ფიცხდებიან და იმედგაცრუება ემართებათ. კვადრატული სახე ადამიანის თავდაჯერებულობასა და პრაქტიკულ ხასიათზე მიანიშნებს. ასეთი ტიპის სახე უფრო ხშირად აქვთ პოლიტიკურ ლიდერებსა და ხელისუფლებს.
მესამე ტიპი - ოვალური სახე
მესამე ტიპი - ოვალური სახე
ოვალური სახის მქონე ადამიანები ინტელექტუალები და მეოცნებეები არიან. მათ ხშირად სჩვევიათ იდეებისა და მიზნების ცვლა. უფრო მეტად მორცხვები ბრძანდებიან და შინაგანი სამყარო აღელვებთ. სწორედ ამიტომ ისინი ინტროვერტების კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ. ოვალურსახიანები ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები არიან და თუ ამავდროულად სიმსუქნისკენაც არიან მიდრეკილი, მათ შორის დეპრესიულებიც ხშირად გვხვდებიან. ოვალურსახიანი ხალხი ხშირად შემოქმედებით პროფესიას ირჩევს, წარმატებას აღწევენ მუსიკასა და პოეზიაში.
რაზე მეტყველებს შუბლი
© Pixabay / StockSnap
თუ შუბლი არის:
მაღალი და ფართო — ეს ინტელექტის ნიშანია;
დაბალი და ფართო — მოთმინებისა და სიჯიუტის ნიშანი;
მაღალი და ვიწრო — პრაქტიკული და ანალიტიკური ჭკუის ნიშანი;
დაბალი და ვიწრო — ეშმაკობისა და სიმდაბლის ნიშანი;
თუ ადამიანს შუბლზე აქვს თანდაყოლილი თუ პიგმენტური ლაქები ან ბევრი ხალი — ე.ი. მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ემოციურად დათრგუნულია;
ხალი წარბთან ახლოს ფინანსურ წარმატებაზე მიანიშნებს;
წარბები ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან ასოცირდება. და რაც სქელი და მსხვილია წარბი, მით მეტად ჯანმრთელი და ნაყოფიერია ადამიანი.
თვალები
© Pixabay / StockSnap
თვალები ნამდვილად არის ადამიანის სულის სარკე, მისი სასიცოცხლო ძალის, ენერგიისა და პიროვნების მაჩვენებელი. ყურადღება უნდა მიექცეს თვალების ზომას, მათ შორის მანძილსა და კუთხეების ფორმას.
დიდი თვალები მგრძნობიარობაზე, თანაგრძნობასა და შემოქმედებით ნატურაზე მეტყველებს;
პატარა თვალები ძლიერ ნებისყოფაზე, შინაგან ძალასა და პრაქტიკულ აზროვნებაზე მიანიშნებს;
ახლო-ახლოს მდებარე თვალები მძაფრი ინტუიციის და ასევე ეჭვიანობის ნიშანია;
შორიშორს განთავსებული თვალები მოტივაციის არარსებობისა და იმავდროულად ურთიერთობის შესანიშნავი უნარების მაჩვენებელია;
თვალის მაღლა აპრეხილი კუთხეები ადამიანის გულწრფელობასა და პატიოსნებაზე მეტყველებს;
დაბლა დახრილი კუთხეები წარმატების ნიშანია;
მომრგვალებული კუთხეები სიკეთის, ხოლო წვერწამახული კი ადაპტაციისა და მოქნილობის მაჩვენებელია.
ცხვირი
© Pixabay / PublicDomainPictures
ცხვირის ფორმა და ზომა ცხოვრების გამოწვევების მიღებისა და „აყვავების“ უნარზე, ასევე ადამიანის ინტელექტსა და კარიერაზე მოგითხრობთ.
მოკლე ცხვირი — ადამიანი მოქნილი, საიმედო და შეუზღუდავი შეხედულებებისაა. შესაძლოა მიანიშნებდეს ცოტა უხამსობა-დაუდევრობაზე და ასევე ადამიანებთან ურთიერთობის სიძნელეზე;
გრძელი ცხვირი — ადამიანს პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა აქვს, უყვარს სწავლა და ძალიან პრაქტიკული ჭკუა აქვს; ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და ხანდახან სიყვარულისთვის გულის გაღება უჭირს;
ბრტყელი ცხვირი — ადამიანი ერთგული, მომთმენი და გამძლეა. ასეთები ხშირად წარმატებას აღწევენ კარიერაში;
მოღუნული ცხვირი — ადამიანი შემოქმედებითი უნარებითაა დაჯილდოებული და წარმატება ელის. ეს შესაძლოა ასევე იყოს მერყევი, არასტაბილური აზროვნებისა და „მოხეტიალე ჭკუის“ ნიშანიც;
წვეტიანი ცხვირი — ადამიანს მძაფრი ინტუიცია და ქალურობა ახასიათებს. ასეთები ხშირად ინტერესდებიან ხელოვნებითა და მუსიკით.
პირი
რაც შეეხება პირს, ის შეიძლება იყოს დიდი ან პატარა – მსხვილი, თხელი თუ სხვადასხვა ზომის ტუჩებით. აქ ასევე მნიშვნელობა აქვს ტუჩების კუთხეების ფორმასა და მიმართულებას. ქვემოთ რამდენიმე ტიპის დახასიათებას გთავაზობთ.
დიდი პირი მსხვილი ტუჩებით - წარმატების, გემრიელი ჭამისა და ადამიანების სიყვარულის ნიშანია. გარდა ამისა, ასეთი პირის მქონეები ძალიან გულუხვები არიან და ურთიერთობაში სასიამოვნოები.
პატარა პირი თხელი ტუჩებით - მეტყველებს დამოუკიდებელ ბუნებაზე, მგრძნობიარობასა და თვითშემეცნებისადმი მიდრეკილებაზე. ასეთი ადამიანები გულდახურულები, შრომისმოყვარეები არიან და კარგი ინტუიცია აქვთ.
მსხვილი ზედა ტუჩი - თუ ზედა ტუჩი ქვედაზე უფრო მსხვილია, ასეთ ადამიანებს უყვართ სიცოცხლე. გარდა ამისა, ეს შესაძლოა რამდენიმე ქორწინებისა და ძლიერი დამოუკიდებლობის ნიშანიც იყოს.
მსხვილი ქვედა ტუჩი - თუ ქვედა ტუჩი ზედაზე უფრო მსხვილია, ასეთი ადამიანი მშფოთვარეა და გამუდმებით ცდილობს ვინმეს გულის მოგებას. სხვათა შორის, ხშირად არიან ძალიან საიმედოები.
სწორი ტუჩები - ძალიან პრაქტიკული და ანალიტიკური გონების ადამიანი. ასეთები, როგორც წესი, საკმაოდ თავშეკავებულები არიან.
თუ ტუჩის კუთხეები ზემოთაა აპრეხილი — ადამიანი ნაკლებად თავდაჯერებულია, გულდახურული და შებორკილი, განსაკუთრებით, ახლად შეხვედრილებთან.
თუ ტუჩის კუთხეები ქვემოთაა დახრილი — თბილი და ალერსიანი ადამიანი, რომელსაც ასევე შეიძლება უყვარდეს შინ ჯდომა და იყოს ძალიან ერთგული საკუთარი ოჯახისა.
ყურები
დიდი ყურები სიმამაცის, შემტევობისა და სიმტკიცის ნიშანია, ხოლო პატარა ყურები — ძლიერ შემოქმედებით უნარებზე მეტყველებს. ამასთან:
თუ ყურის ზედა ნაწილი დიდია — ჭკუისა და კარგი მეხსიერების ნიშანი. ასეთებს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და ხშირად ბევრს აღწევენ ცხოვრებაში.
თუ ყურის ბიბილო დიდია — სიკეთისა და მხიარული ხასიათის ნიშანი. ასეთებს უყვართ ხალხში ტრიალი და ბუნებით არტისტულები არიან.
ლოყები
მაღალი ყვრიმალი — ძალიან ჩაკეტილი ადამიანი, შესაძლოა ასევე მეტყველებდეს ემპათიკურ ან ინტუიციურ უნარებზე.
ბრტყელი ლოყები — ძალიან თავაზიანი ადამიანი, რცხვენია წრფელი გრძნობების გამომჟღავნება.
ფუმფულა ლოყები — თბილი და მსუბუქი ხასიათის ადამიანი, ხშირად კარგი იუმორით.
ნიკაპი
წინ ძლიერ გამოწეული ნიკაპი/ყბა — ძალიან აქტიური პიროვნება, რომელსაც უყვარს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ხშირად ხდება ლიდერი. შესაძლოა იყოს ძალიან სუბიექტური და საოცრად ჯიუტი.
მომრგვალებული ან რბილი ნიკაპი — ტრადიციული მეოჯახე, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს.