მსოფლიო დღეს

მოსახლეობამ ცაში ცეცხლოვანი უცნობი მფრინავი ობიექტები შენიშნა: ვიდეო

Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. იაპონიის კუნძულ ოკინავას მოსახლეობამ ოთხშაბათის ღამით ცაში უცნობი ცეცხლმოკიდებული ობიექტები შენიშნა, იუწყება ტელეარხი TBS.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ობიექტი, რომლებიც გარეგნულად ცეცხლოვან ბურთს ჩამოჰგავდნენ, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაინახეს.
როგორც ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, ობიექტები ნელა მოძრაობდნენ და უკან ცეცხლის გრძელ შლეიფს ტოვებდნენ.
როგორც ჰიოგოს უნივერსიტეტის თანამშრომელმა ტოსოჰიტო ისიდამ განმარტა, ამ ობიექტებისგან განსხვავებით, მეტეორიტები, როგორც წესი, უფრო სწრაფად მოძრაობენ, ხოლო მათ მიერ დატოვებული შლეიფი უფრო მოკლეა.
მისი თქმით, აღბეჭდილი ობიექტები უფრო ორბიტას აცდენილ ხელოვნურ თანამგზავრებს ჰგავს, ვიდრე მეტეორიტებს.