რუსეთმა საქართველოსთვის ვიზები გააუქმა: რას ფიქრობენ ამაზე თბილისელები? - ვიდეო

რუსეთმა 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ხოლო ვლადიმერ პუტინმა ავიაკომპანიებისათვის საქართველოში ფრენის აკრძალვა გააუქმა
Sputnik
პოლიტიკოსები და ექსპერტები აქტიურად განიხილავენ ამ მოვლენას. Sputnik-საქართველომ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ თბილისში.
გამოკითხვისას გასაგები გახდა, რომ უმეტესობას უვიზო რეჟიმი გაუხარდა, თუმცა არის საზოგადოების ნაწილიც, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობის დალაგებაში ევროკავშირთან პარტნიორობის საფრთხეს ხედავენ.