თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცი ოჯახის წევრებმა საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება სააგენტო „ინფორუსთავი".
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სპორტსმენი ხუტა ქასოშვილია. ის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო, ბოლო წლებში კი მწვრთნელად მუშაობდა.
მამაკაცი ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამას ექსპერტიზა დაადგენს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.