თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საბურთალოზე ჟვანიას მოედნის სარემონტო სამუშაოები დასრულდა, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.
რემონტის შემდეგ მოედანზე გაჩნდა ხაზები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის, რაც, თბილისის მერის კახა კალაძის აზრით, მოედნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას გაზრდის.
ამჟამად მოედანზე ავტობუსის 11 მარშრუტი გადის.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასფალტის საფარი, მოეწყო წყალარინები და სანიაღვრე 30 ჭა.
გარდა ამისა, მოედანზე შეიცვალა შუქნიშნების სისტემა, დამონტაჟდა ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც დაკავშირებულია „112“-ის მართვის ცენტრთან. მოედანზე ასევე გაჩნდა ტაქსის გაჩერება.
მოედანზე აგრეთვე მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები სარწყავი სისტემით და შესაბამისი გამწვანებით.