მსოფლიო დღეს

დღეიდან Twitter-ს ახალი ფუნქციები ემატება - ილონ მასკის განცხადება

Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. მოკლე ხანში მიკრობლოგების სერვისი და სოციალური ქსელი Twitter ვიდეო- და აუდიოზარების და სხვა ფუნქციებს დაამატებს, რაც ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტს გააიოლებს, წერს ილონ მასკი საკუთარ აკაუნტზე.

„მალე თქვენს აკაუნტებზე ხმოვანი და ვიდეოჩატი გამოჩნდება პლატფორმაზე ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისთვის. ასე რომ, შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუკავშირდეთ ადამიანს ისე, რომ საკუთარი ტელეფონის ნომერი არ აცნობოთ“, — წერს Twittwr-ის მფლობელი.

გარდა ამისა, მასკის ცნობით, სოციალურ ქსელს უკვე დღეს დაემატება პირადი შეტყობინებების ფუნქცია და ასევე ტვიტის ქვეშ მიწერილ ნებისმიერ კომენტარზე (და არა მხოლოდ უკანასკნელზე) რეაგირების ფუნქცია.
აღნიშნული სიახლეები გამოცემა Verge-მ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა.