ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

11 მაისს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე 90კგ) იასპარეზებს.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (73 კგ) დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა - ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ბელგიელი მეტოქე მატიას კასე დაამარცხა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. იგი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ორჯერ (2022 და 2023 წლებში) მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფალავანმა შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც მატიას კასე დაამარცხა. 2021 წელს კი ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე მეტოქეებს შორის დაპირისპირებაში გამარჯვება კასეს დარჩა.
დოჰაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული - შეჯიბრის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
11 მაისს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე 90კგ) იასპარეზებს.