ქართველთა აჯანყება ტექსელზე: შავ-თეთრი ჩრდილები

ტექსელის აჯანყება 1945 წლის 5 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდში მოხდა და მას ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ სამხედრო მოქმედებად მიიჩნევენ.
Sputnik

1968 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ შოთა მანაგაძის ფილმი „ჯვარცმული კუნძული“, რომელიც მალე საკმაოდ პოპულარულიც გახდა.

ტრაქტორისტებისა და მაღაროს მუშების „გმირული თავგადასავლებით“ თავმობეზრებული ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს ერთგვარი სულიერი საზრდო აღმოჩნდა, ღირსებისა და უტეხი სულის ზეიმი სასიამოვნოდ გვესალბუნებოდა და კიდევ უფრო შორეულ წარსულს, დავითისა თუ თამარის ეპოქას გვახსენებდა...