მსოფლიო დღეს

პუტინი: რუსეთს მშვიდობიანი და სტაბილური მომავალი სურს

მოსკოვის წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. რუსეთს, ისევე, როგორც პლანეტის ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, სურს მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი, ტრადიციულად, წითელ მოედანზე გაიმართა.

„როგორც პლანეტის ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენც გვინდა მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი ვიხილოთ“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, „უპირატესობის ნებისმიერი იდეოლოგია თავისი ბუნებით ამაზრზენი, დანაშაულებრივი და მომაკვდინებელია“.
გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოსკოვში იმყოფებიან: სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, ყაზახეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები – კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ალექსანდრ ლუკაშენკო, სადირ ჯაფაროვი და ემომალი რაჰმონი, ასევე თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი.