როგორ აღნიშნეს საქართველოში გამარჯვების დღე - ფოტო

საქართველოში 9 მაისს გამარჯვების დღე აღნიშნეს. ოფიციალური ღონისძიებების მთავარი ნაწილი კიკვიძის პარკში გაიმართა.
Sputnik
ბოლო წლებში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კიკვიძის პარკში იმართება, სადაც დიდი სამამულო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას ძეგლი დგას.
1 / 15

ბოლო წლებში გამარჯვების დღეს კიკვიძის პარკში აღნიშნავენ

2 / 15

აქ დგას მელიტონ ქანთარიას ძეგლი, რომელმაც რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა აღმართა

3 / 15

პარკში მივიდნენ ვეტერანები, მათი ახლობლები, უბრალო მოქალაქეები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები

4 / 15

მათ ძეგლთან მიიტანეს ყვავილები

5 / 15

მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად მიიღებენ ათას ლარს, ხოლო დაღუპული მეომრების ოჯახები - 500 ლარს

6 / 15

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა

7 / 15

არსებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი მებრძოლი გაემართა, აქედან სახლში მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა

8 / 15

დაჯილდოვდა ათობით ათასი ქართველი, აქედან 167-ს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა

9 / 15

თბილისელებმა ყვავილები მიიტანეს ვაკის პარკშიც, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე

10 / 15

ვაკის პარკში რეკონსტრუქცია თითქმის დასრულდა, მაგრამ ძეგლის გარშემო ტერიტორია კვლავ შემოფარგლულია

11 / 15

მიუხედავად ამისა, ვაკის პარკში ომში დაღუპულებს დღეს ბევრმა ადამიანმა მიაგო პატივი

12 / 15

მათ შორის ომის მონაწილეებმაც

13 / 15

კიკვიძის პარკში კი მსვლელობაც გაიმართა წითელი დროშებითა და სტალინის პორტრეტებით

14 / 15

მსვლელობას ხელმძღვანელობდნენ სოციალისტური მოძრაობისა და კომუნისტური პარტიის წევრები

15 / 15

ასე აღნიშნეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვება