სამეგრელოში მამა საკუთარ შვილზე წლების განმავლობაში ძალადობდა

Sputnik
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მამა მცირეწლოვან შვილზე, რომელიც ახლა 14 წლისაა, წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საკუთარ შვილზე 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს გოგონას ბაბუამ აცნობა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისათვის შუახნის მამაკაცი დაკავებული არ არის.
ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.