თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობპროდუქტების გადაზიდვისა და შენახვის წესების დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.
უწყების თანამშრომლები მიმდინარე წლის იანვარ–მარტში კონტროლს ახორციელებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. შედეგად გამოავლინეს 20.938 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის სამი სამართალდარღვევა.
სამართალდამრღვევ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ნავთობპროდუქტების რეალიზაციის, გადაზიდვისა და შენახვის წესების დარღვევის მუხლის შესაბამისად შეეფარდათ ჯარიმის გადახდა 500 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, საქმეები გადაეგზავნა შესაბამის სასამართლო ორგანოებს.