მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში: საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა

8 მაისს დოჰაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მედლის მოპოვებას 66კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი შეეცდება.
Sputnik
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალი მოიპოვა.
7 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით დოჰაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, სადაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულებიც გათამაშდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 800 ათასი ევროა.
სარდალაშვილმა მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბელგიელი სპორტსმენი დაამარცხა.
ორშაბათს, 8 მაისს დოჰაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მედლის მოპოვებას 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი შეეცდება.
საქართველომ ტაშკენტში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ოქრო გუნდს მოუტანა ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაო – ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა.