კითხვებზე პასუხების მისაღებად „Sputnik-საქართველომ“ თბილისში გამოკითხვა ჩაატარა.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ დღესასწაულის აღნიშვნა ღირს და საჭიროცაა, რადგან ეს არის სამშობლოსათვის თავგანწირული მებრძოლებისთვის პატივის მიგება. გამოკითხულთა შორის იყვნენ ისინიც, ვისი ბებიებიც და ბაბუებიც დიდ სამამულო ომში მონაწილეობდნენ.
გამოკითხვა ვაკის პარკში შემთხვევით არ ჩატარებულა, ვინაიდან სწორედ აქ მდებარეობს უცნობი ჯარისკაცის ძეგლი და ანთია მარადიული ცეცხლი.