მანამდე უსახლკარო ქალი მოულოდნელად მილიონერი გახდა

Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ქალი, რომელიც ექვსი წლის წინ უსახლკარო იყო, მოულოდნელად მილიონრად იქცა და კალიფორნიის ახალი უმდიდრესი ადამიანების სიაში შევიდა, წერს გამოცემა NDTV.
გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიელი ლუსია ფორსეტის ცხოვრება იმ ერთ წამში შეიცვალა, როდესაც მან, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ლატარიის ბილეთი შეიძინა ქალაქ პიტსბურგში, სუპერმარკეტ Walmart-ში.
როგორც ირკვევა, ქალმა ბილეთის ყიდვა სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა იმ მომენტში, როდესაც სუპერმარკეტის წინ მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მის ავტომობილს ზეთს უცვლიდნენ.

„მხოლოდ ერთი ბილეთი ვიყიდე. თვალები დავხუჭე და ისე ავირჩიე. და ბილეთმა მოიგო. <...> არადა, ექვსი წლის წინ ქუჩაში დავრჩი, უსახლკაროდ. წელს კი კიდეც ვთხოვდები, უმცროსი სპეციალისტის დიპლომსაც ვიღებ და 5 მილიონი დოლარიც მოვიგე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემნაირ ადამიანს ასეთი რამ შეემთხვეოდა“, — ამბობს ლუსია ფორსეტი.

გავრცელებული ცნობით, კალიფორნიული ლატარია Scratchers-ის ერთადერთი მისია, რომლის გამარჯვებულიც გახდა ფორსეტი, არის დამატებითი ფინანსების მოზიდვა სახელმწიფო განათლებისთვის.