პარლამენტის თავმჯდომარე მალტასა და იტალიას ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
Sputnik
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 7-12 მაისს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი შეხვედრებს გამართავს მალტის პარლამენტის სპიკერთან და მალტის პრეზიდენტთან გამართავს. ასევე შეხვედრა გაიმართება მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ვატიკანის სამოციქულო სასახლეში აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრეფექტთან და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ლორენცო ფონტანას და სენატის ვიცე-პრეზიდენტ ჯან მარკო ჩენტინაიოს შეხვდებიან.
ასევე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით იტალიის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, რაფაელე ფიტოს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება იტალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.