როგორ გამოიყურება ვაკის პარკი მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ - ვიდეო

თბილისის ერტ-ერთი მთავარი პარკი - ვაკის პარკი, 9 მაისის აღნიშვნის ტრადიციული ადგილია
Sputnik
ვაკის პარკი 9 მაისის აღსანიშნავი ტრადიციული ადგილია. ადრე პარკს გამარჯვების პარკი ერქვა. ის 1946 გაშენდა ხრიოკზე. ადგილზე განთავსებულია მარადიული ცეცხლი და უცნობი ჯარისკაცის ძეგლი, ასევე 28 მეტრის სიმაღლის გამარჯვების ქანდაკება. 90-იან წლებში პარკს გადაერქვა, თუმცა გამარჯვები დღე კვლავ აქ აღინიშნება.
ბოლო წლების განმავლობაში პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მაგრამ მარადიული ცეცხლისა და უცნობი ჯარისკაცის ძეგლის გარშემო რემონტი გრძელდება. კომპლექსი შემოფარგლულია და ტერიტორია ჯერ არ არის კეთილმოწყობილი.ამიტომ საზეიმო ღონისძიებათა ნაწილი კვლავ კიკვიძის პარკში შედგება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ 9 მაისს ვაკის პარკში მარადიულ ცეცხლთან ყვავილებს მიიტანს.