ტექსელზე ქართველი ჯარისკაცების მემორიალური დაფა გაიხსნა

Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გავრცელებული ცნობით, მემორიალური დაფის ინიციატივა ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელ თინათინ სვანიძე-ვენკოს ეკუთვნის, ხოლოდ დიზაინი — საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მოქანდაკე-რესტავრატორ დავით (დევი) ხმალაძეს.
მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც მემორიალური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ასევე კუნძულ ტექსელის მერმა მიხილ აუთდენჰაგმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა და სხვებმა.
ღონისძიებას ესწრებოდ ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი იაკობ გალუგაშვილი.