წყალქვეშა კაბელები საფრთხეშია: დასავლეთმა რუსეთის შიშის კიდევ ერთი მიზეზი იპოვა

Sputnik
ვიქტორია ნიკიფოროვა
კრემლის თავზე უპილოტო აპარატის კადრების გავრცელების შემდეგ რუსეთის სტრატეგიული მოწინააღმდეგეები აწრიალდნენ. ზელენსკი აშკარად რაღაცის შიშით გზადაგზა ცვლის მარშრუტებს და დაიარება ევროპაში და არაფრით არ სურს მშობლიურ ბუნკერში დაბრუნება.
ამავდროულად ნატოში შეშფოთებული არიან პრობლემებით, რომლებიც მათ შეიძლება რუსეთმა შეუქმნას საომარი მოქმედებების ნაცრისფერ ზონაში. ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწე დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში დევიდ კატლერი უეცრად მოწყდა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან კონტაქტების გაღრმავებისა და გაფართოების საკითხებს და საზოგადოებრიობას ამცნო, რომ მოსკოვს აქვს ყველა შესაძლებლობა, კრიტიკულად დააზიანოს წყალქვეშა კაბელები, რომლებიც ევროპას, ბრიტანეთსა და აშშ-ს აკავშირებს. ეს დასავლეთში სრულმასშტაბიან ქაოსს გამოიწვევს.
„მოსკოვი ნატოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აქტიურ კარტოგრაფიას ადგენს და შეუძლია დაარტყას წყალქვეშა კომუნიკაციებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს პრაქტიკულად ყველაფრით ამარაგებენ - გაზით დაწყებული, ინტერნეტით დამთავრებული“, - მოჰყავს ნაწყვეტი კატლერის მოხსენებიდან The New York Times-ს.
ნატოს გენერლის მონაცემებით, „რუსული ხომალდების პატრულირების დონე ატლანტიკასა და მის ფარგლებს გარეთ საგრძნობლად მაღალია, ვიდრე წინა წლებში“.
სამამულო ხომალდები „უფრო რისკიანად“ იქცევიან ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებში. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ დასავლეთი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა გახდებიან რუსეთის სამიზნე უკრაინასთან მის ომში“.
დასავლეთის ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოსკოვს შესაძლებლობას მისცემს, „დაანგრიოს დასავლეთის ცხოვრება და ზეწოლა გააძლიეროს ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს“, წუხს კატლერი. წყალქვეშა ინფრასტრუქტურა - მართლაც ფუნდამენტურია დასავლეთის ეკონომიკისთვის.
ბრიტანეთში სულ ახლახან დაითვალეს: კაბელების დაზიანება გამოიწვევს დღეში 7,4 ტრილიონი ფუნტის ფინანსური ტრანზაქციების ბლოკირებას და დაახლოებით მეოთხედი ელექტროენერგიის გათიშვას. ანუ ლონდონის ბირჟა ჩამოიშლება, ხოლო ქვეყნის მომარაგების სისტემას უზარმაზარი დამანგრეველი ძალის დარტყმა მიადგება. და ეს ხომ მხოლოდ ერთი პატარა კუნძულია.
მაგრამ საქმე მხოლოდ ეკონომიკას არ ეხება. წყალქვეშა კომუნიკაციების აფეთქებას შეუძლია ნატოს სამხედრო მანქანის ამერიკული მართვის დამსხვრევა.
ჯერ კიდევ 2020 წელს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს კონფიდენციალური მოხსენება, საიდანაც გაარკვიეს თავიანთი თავდაცვის სისუსტე, რომელიც კრიტიკულადაა დამოკიდებული წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ამერიკელი სამხედროების გადასვლა 5G მობილურ აპლიკაციებზე და მონაცემთა ღრუბლებში შენახვით საყოველთაო გატაცება ამ საფრთხეს მხოლოდ ზრდის.
400-მდე წყალქვეშა კაბელი, რომელთა საერთო სიგრძე მილიონ კილომეტრზე მეტია, გადასცემს ინტერნეტ-ტრეფიკის 95 პროცენტს ევროპასა და აშშ-ს შორის. მონაცემთა გადაცემის შეფერხება და ამერიკელებს გაცილებით გაურთულდებათ კონტინენტზე თავიანთი დაქირავებულების მართვა.
2008 წელს ეგვიპტესა და იტალიას შორის გემების დაზიანებამ გამოიწვია ის, რომ ამერიკელი უპილოტოების გაფრენა ერაყში შემცირდა. ცალკე სირთულეა, რომ ასეთი დაზიანებები ხდება ხოლმე საომარი მოქმედებების ნაცრისფერ ზონაში, სადაც ბირთვული შეკავება არ მუშაობს. რომც გაფუჭდეს რამე ფსკერზე, ბირთვულ ომს ამის გამო არავინ დაიწყებს.
როგორ ხდება ეს, მთელ მსოფლიოს აჩვენეს ამერიკელებმა, როდესაც „ჩრდილოეთის ნაკადი“ ააფეთქეს. ახლა ისინი ცდილობენ, ამ დივერსიიდან მსოფლიო საზოგადოებრიობას ყურადღება გადაატანინონ და აიძულებენ ევროპელ ვასალებს, მონაწილეობა მიიღონ აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებულ დამამცირებელ ფარსში. ყველა ეჭვი რუსეთის მიმართ ჩნდება. გენერალ კატლერის წუხილიც ამ ფარსის ნაწილია. რადგან რუსეთმა საკუთარი გაზსადენი ააფეთქა, მისგან კვლავაც დივერსიებს უნდა ველოდოთ.
მართლაც, ჯერ არ დასრულებულა გამოძიება, რომ ალიანსმა უკვე შექმნა თავისი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის განყოფილება გენერალ-ლეიტენანტის, ჰანს-ვერნერი ვირმანის მეთაურობით. რუსებისგან დაცვის საბაბით ნატომ გააძლიერა საზღვაო პატრულირება რუსეთის საზღვრებს გასწვრივ.
ერთი მხრივ, წყალქვეშა კომუნიკაციებზე რუსეთის მხრიდან საფრთხის შესახებ ლაპარაკი - არის მოწინააღმდეგეების კლასიკური საინფორმაციო შეტევა, რომელიც გამიზნულია ატლანტიკასა და ბალტიკაში მათი ყოფნის ლეგალიზებისკენ. მათ სავსებით შეუძლიათ რაიმე დივერსიის წამოწყება, რომელიც ამერიკელებისთვისაა ხელსაყრელი.
მეორე მხრივ, ეს შეთანხმებული ისტერიკა, რომელშიც გაერთიანდნენ მეგობრები ალიანსიდან, აჩვენებს, რომ ნატოს ხელმძღვანელობას შესანიშნავად ესმის თავისი მდგომარეობის ყველა რისკი. შეუძლებელია თავის მოჩვენება, რომ საქმე უკრაინას ეხება.
სინამდვილეში ნატო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ ალიანსის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის, უკრაინელებით. უპილოტოები კრემლის თავზე, დივერსიები რუსეთის ტერიტორიაზე, დასავლეთ ქალაქებზე შეტევა - ყველაფერი ამერიკელების ხელმძღვანელობით ხორციელდება. ზელენსკისკენ ხელის გაშვერა არაფერს შეცვლის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე